მთავარიპოლიტიკა

გერმანია მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ელჩი ბანცჰაფი

ომის შედეგად სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად. ამის შესახებ „არმენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა სომხეთში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაიკლ იოჰანეს ბანცჰაფმა  და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ხელოვნურად აჭიანურებს სომეხი ტყვეების დაბრუნების პროცესს.

მან აღნიშნა, რომ გერმანია სრულად იზიარებს მოსაზრებას, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისკენ. უნდა განახლდეს ძალისხმევა –  მოლაპარაკებით, მშვიდობიანად, ყოვლისმომცველად და ხანგრძლივად კონფლიქტის მოგვარებისთვის, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სტატუსის ჩათვლით. ” პრობლემის მდგრადი გადაწყვეტის მოსაძებნად გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთო-ს მინსკის ჯგუფს, თანათავმჯდომარეების ხელმძღვანელობით”, – აღნიშნა ელჩმა.

შეეხო რა აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხს, ელჩმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეახსენოს, რომ ტყვეთა დაბრუნება ჰუმანიტარული საკითხია, რომელიც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის სრული პატივისცემით.

ნახეთ მეტი
Back to top button