
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი) სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილეს მთიანი ყარაბაღში სტაბილურობის დამყარების საკითხები და შუამავლური პროცესის პირობები.
”16 თებერვალს, თანათავმჯდომარეებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით პირადი კონსულტაციები ჰქონდათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არა აივაზიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან”, – ნათქვამია ეუთოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი.
მინისტრებთან საუბრისას თანათავმჯდომარეებმა დეტალურად განიხილეს მათი შეხედულებები რეგიონში სტაბილურობის დამყარების, შუამავლობის პროცესის პირობებისა და სპეციალური წარმომადგენლის როლის შესახებ.