მთავარიპოლიტიკა

ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი და საელჩოს ახლად დანიშნული სამხედრო ატაშე

,,News.am” წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა მიიღო სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და საელჩოს ახლად დანიშნული სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ჯაბა ტოროშელიძე.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მიულოცა სამხედრო ატაშეს დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობის, ორმხრივი ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button