საზოგადოება

თოვლში ჩარჩენილი მანქანები და წაქცეული ხეები — რა ვითარებაა დიდთოვლობის გამო

,,News.on.ge” წერს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დიდთოვლობის გამო საქართველოს მასშტაბით დახმარებისთვის 140 შეტყობინება მიიღეს. გამოძახებების უმრავლესობა კი მოტეხილ ხესა და თოვლში ჩარჩენილ მანქანას ეხება.

როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისთვის არავინ დაშავებულა და 26 მანქანაა დაზიანებული. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა ელექტროენერგიის სადენები დააზიანა.

წყნეთის გზაზე დიდთოვლობის გამო ავტობუსის გაჩერება წაიქცა, რის შედეგადაც ბავშვი დაზიანდა. ის კონტაქტურ მდგომარეობაშია და კლინიკაშია გადაყვანილი.

ფეისბუქზე მოქალაქეები წერენ, რომ წყნეთის გზაზე დიდი საცობია, ხოლო თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ ახერხებს. 

ნახეთ მეტი
Back to top button