საზოგადოება

მელაშვილის ინტერვიუ, რომლის გამოც თავდასხმის სამიზნე გახდა, სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა

,,News.on.ge” წერს, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, ივერი მელაშვილის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადება, დასაშვებად სცნო. აღნიშნული On.ge-ს მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა დაუდასტურა.

საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს გაიმართება.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ივერი მელაშვილმა რამდენიმე საათში TV ეთერში განცხადება გააკეთა, რომელიც მალევე გავრცელდა.

“როცა ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის?! არ გაქვს ამის საფუძველი და იქ ვიღაცა, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი. არ არის შენი, არ დაგითმობს არასდროს”, — განაცხადა მელაშვილმა.

ეს წინადადება აქტიურად ტრიალებდა სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ფეისბუქგვერდებზე. ისინი ცდილობდნენ იმის მტკიცებას, რომ მელაშვილმა ფრაზაში — “როგორ არის შენი, როცა არ არის” — დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იგულისხმა. კარტოგრაფი კი განმარტავს, რომ ის საუბრობდა კონკრეტულ მონაკვეთზე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ისტორიული კუთვნილებაა.

ნახეთ მეტი
Back to top button