ანალიტიკამთავარი

რეალურია თუ არა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა?

გადაცემა „ტარაწაშრჯან“-ის („რეგიონი“) ფარგლებში, ქართველოლოგი ჯონი მელიქიანი შეეხო აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესაძლებლობას და მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას სომხეთისთვის.

ქართველოლოგის   აზრით, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე 90-იანი წლების ომის შემდეგ  ბევრჯერ ყოფილა ლაპარაკი.  სომხეთ-საქართველოს, სომხეთ-რუსეთის თითქმის ყველა მოლაპარაკებებში ეს საკითხი გარკვეულწილად განიხილებოდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკური წითელი ხაზების საკითხი, რამაც შეაფერხა მოლაპარაკებების შესაძლებლობა. საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პრიორიტეტად აქცია. აფხაზეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ქმნის პრობლემებს. ამასთან, ექსპერტის აზრით, საქართველოში არსებობს კონსენსუსი, რომ აფხაზეთთან ან სამხრეთ ოსეთთან სატრანსპორტო  განბლოკვის შემთხვევაში საქართველომ  შესაძლებელია  მეტი კავშირი დაამყაროს აფხაზეთთან ან ოსეთთან, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს  ამ კონფლიქტის მოგვარებას  უახლოეს მომავალში.

ქართველოლოგის  აზრით, სომხეთისთვის ალტერნატიული მარშრუტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გზით მაქსიმალური ტვირთის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.

როგორც ექსპერტს მიაჩნია, პოლიტიკური თვალსაზრისით, რკინიგზის ექსპლუატაცია შესაძლებელია, რადგან თუ სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიით ექნება  საგზაო კომუნიკაცია, მას უნდა ჰქონდეს ალტერნატივა საქართველოს ტერიტორიის გავლითაც.

მელიქიანის თქმით, ლარსის გზის გარდა, კარგი იქნება ოსეთის გავლით საავტომობილო გზის ფუნქციონირება, რისთვისაც დღეს უფრო რეალური შესაძლებლობები იქმნება.

შეეხო რა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონში დაგეგმილ ვიზიტს, მელიქიანმა ხაზი გაუსვა,  რომ როგორც საქართველოსთვის, ისე ირანისთვისაც მნიშვნელოვანია რეგიონალური პროცესების შესწავლა და მონაწილეობის მიღება ამ პროცესებში.  

„ამ წლების განმავლობაში საქართველო იყო სატრანზიტო ქვეყანა, რომელმაც შეიძლება დაკარგოს ეს მონოპოლური პოზიცია. თუ ადრე ერევანი ცდილობდა მეზობლებთან ემუშავა ისე, რომ არ ჩამორჩენოდა  მსხვილ რეგიონულ პროექტებს, დღეს მეზობელი ირანი და საქართველო გააქტიურდნენ, რათა იყვნენ აქტუალურები  და ხელსაყრელი  პოზიცია დაიკავონ ცვალებად ვითარებაში”, – თქვა მელიქიანმა და დასძინა, რომ საქართველო აცნობიერებს, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად, ისინი საგარეო პოლიტიკის ნაწილში  უფრო დაბალანსებული უნდა იყვნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button