ანალიტიკამთავარი

„Defense News: მსოფლიო უბრუნდება არაპირდაპირი, პროქსი-ომების ეპოქას

ლიბიასა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტების დროს დრონებმა  სწრაფად გაუსწრეს მათ გასანეიტრალებლად შექმნილ  სახმელეთო სისტემებს. ყოველივე ამის შედეგად საომარი ცოცხალი ძალები გახდნენ უფრო მოწყვლადი, უფრო მოსახერხებელი გახდა მათზე შეტევა, წერს  „Defence News“-ი.

„თავდაპირველ ხანებში ლიბიიდან გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც თურქული უპილოტო ანადგურებს რუსულ სარაკეტო თავდაცვის სისტემა  „პანცირ”-ს.  მოგვიანებით, მთიან ყარაბაღში  ისრაელის „Harop“-ის  ძალებით, წყობიდან იქნა გამოყვანილი საზენიტო სარაკეტო სისტემა „S-300“.  უფრო მეტიც, ექსპერტების აზრით, ძალთა ბალანსი დრონებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს შორის უახლოეს მომავალში მსოფლიო ომების გასაღები იქნება.

„ლიბიამ, მთიან ყარაბაღმა და სირიამ გვაჩვენეს, რომ თუ ძალებს არ შეუძლიათ თავიანთი საჰაერო სივრცის დაცვა, უპილოტო მფრინავი აპარატების ფართოდ გამოყენებამ შეიძლება სიცოცხლე უკიდურესად სახიფათო გახადოს”, – ამბობს თავდაცვის კვლევების სამეფო გაერთიანებული ინსტიტუტის მკვლევარი  ჯასტინ ბრონქი (დიდი ბრიტანეთი).

გასულ წელს ლიბიის კონფლიქტის დროს გაზეთებში გამოჩნდა თურქული საბრძოლო უპილოტო აპარატი  „Bayraktar TB2“, თურქეთმა ასევე გაგზავნა ინჟინრები უპილოტოების  პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწისათვის”, – თქვა შვეიცარიის Global Initiative Against Transnational Organized Crime-ს თანამშრომელმა ჟალელ ჰარჩაუიმ.

„ოქტომბერში მთიან ყარაბაღში TB2– ის ეფექტური გამოყენება შესაძლებელი გახდა ლიბიაში წინმსწრები  წარმატებების შედეგად”, – დასძინა მან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა, რომელიც აზერბაიჯანს უჭერდა მხარს, კონფლიქტამდე გაგზავნა სასწავლო უპილოტოები.  TB2-ებმა ისრაელურ  საბრძოლო მასალებთან ერთად წარმატებებს  მიაღწიეს. ჰოლანდიის სამეცნიერო ჯგუფმა „Oryx“-მა განაცხადა, რომ განადგურდა 134 სომხური ტანკი, აზერბაიჯანული კი მხოლოდ 22.

„თურქეთი აგროვებდა თავის გამოცდილებას უპილოტოების სფეროში ისრაელური  უპილოტოების  დაქირავების შემდეგ, ბოლოს კი ეს გამოცდილება გამოიყენა  საკუთარი უპილოტოს შესაქმნელად, რადგანაც მან იმედგაცრუება იწვნია ისრაელის სისტემებზე არსებული შეზღუდვების გავრცელების გამო“,  – თქვა ბრონქმა.  ხოლო თურქული უპილოტო  Anka თვითმფრინავი ჰერმესის 450-ს ჰგავს. Bayraktar– ის მწარმოებელმა TB2 ყატარს და უკრაინას მიჰყიდა, ხოლო სერბეთი განიხილავს მისი შეძენის შესაძლებლობას.

”ჩინეთი და თურქეთი კონკურენტები არიან უპილოტოების გაყიდვის თვალთახედვით. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ არ აქვს რუსეთს TB2- ის გაყიდვის ეკვივალენტი. ძალიან მიკვირს, რომ ის ამ ბაზარზე არ არის“ – თქვა ჰარჩაუიმ. მთიანი ყარაბაღის საომარ მოქმედებებში უპილოტოების გამოყენება თურქეთს ძვირად დაუჯდა. კანადამ შეაჩერა იარაღის ექსპორტი თურქეთში TB2- ში კანადური ნაწილების გამოყენების ბრალდების გამო,  ხოლო ბრიტანული კომპანია, რომელიც უპილოტოების ნაწილებით ამარაგებდა ასევე წყვეტს თანამშრომლობას თურქეთთან.

სამეფო სამეცნიერო სამსახურის ინსტიტუტის სამხედრო მეცნიერების დირექტორი პიტერ რობერტსი ამბობს, რომ მსოფლიო იწყებს თანამედროვე ომების რეალობის გაცნობიერებას. გარკვეული დროის განმავლობაში არსებობდა ასეთი რომანტიკული შეხედულება, რომ თვითმფრინავები, ტანკები ან რაკეტები ადამიანისაგან დამოუკიდებლად მოიგებდნენ ომს“ .

რობერტსის  აზრით,  სამოქალაქო ომები ასევე განიცდის რენესანსს, ისევე როგორც ომში მოტყუების ხელოვნებაც. იქნებიან ეს რუსები უკრაინაში თუ ირანელები, სატყუარას გამოყენება ბრძოლის ველზე ბრუნდება. ეს ის არის , რაც ჩვენ ადრეც ვიცოდით, მაგრამ  დავივიწყეთ 1990-იან წლებში“.

მისი თქმით, მსოფლიო ასევე უბრუნდება პროქსი- ომების (არაპირდაპირი/მარიონეტული) ეპოქას, ლიბიიდან მთიან ყარაბაღამდე და იემენამდე. ეს ნიშნავს, რომ ომებს აწარმოებენ სუპერსახელმწიფოები დაქირავებული ჯარისკაცებით,  პარტიზანული დაჯგუფებების და აჯანყებულების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ რთული იარაღი აღმოჩნდება მცირე არასახელმწიფო დაჯგუფებების ხელში, როგორებიც არიან ჰუთები იემენში, რომლებიც უკვე იყენებენ ფრთიან და ბალისტიკურ რაკეტებს და საბრძოლო დრონებს”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button