მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანული მედია სომხეთის ომბუდსმენს ადანაშაულებს აზეროფობიის გავრცელებაში, აყალბებს მის განცხადებებს: ადამიანის უფლებათა დამცველი

აზერბაიჯანული მედია, რომელიც წლების განმავლობაში სომხების მიმართ სიძულვილსა და მტრობის პროპაგანდას ეწევა, ადანაშაულებს სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველს აზეროფობიის გავრცელებაში, დამცველის განცხადებების გაყალბებით და შემდგომი  მანიპულირებით. ამ პუბლიკაციებში შედის შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა არმან თათოიანის მიმართ. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის სახალხო დამცველის აპარატმა.

ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის შესახებ, რომელიც სიძულვილს ენაზე აკეთებს  პოლიტიკურ დასკვნებს გაკეთებით, მაგალითად: „რადგანაც ქვეყანა, რომლის მომავალიც დამოკიდებულია აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებაზე, „თათოიანების“ და მათი მომხრეების ძალებით აგრძელებს უიმედობის ჩიხში ყოფნას“.

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ყოველთვის აქვეყნებს კონკრეტულ მტკიცებულებებს, კონკრეტული მითითებებით, მათში ასახულია არა მხოლოდ უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების, არამედ სპორტის, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეთა, და სხვა  რეალურ  მომხმარებელტა სიტყვები. სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის შეფასებები აზერბაიჯანული სიძულვილის პოლიტიკის შესახებ სწორედ ამ ფაქტორებს ემყარება.

აზერბაიჯანული მედია ცდილობს გამოიწვიოს სიძულვილის ახალი ტალღა,  რა თქმა უნდა, არ ახსენებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. სომეხი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო მოსამსახურეების წამება, თავის მოკვეთა, დახვრეტა, შემდეგ დაცინვა, სტეპანაკერტის სამშობიარო სახლის, ღაზანჩეცოცის სახელობის წმინდა მაცხოვრის საკათედრო ტაძრის დაბომბვა, როდესაც ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები, ქალები და მოხუცები სარდაფში იყვნენ თავშეფარებული, ეკლესიის განადგურება, მათ შორის აკრძალული იარაღით, ტყვეების  გათავისუფლების ხელოვნურად შეფერხება, ამ პროცესის პოლიტიზირება და  ა.შ.

ომის დროს 100000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გადაადგილდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან, ომის შედეგად დაახლოებით 40 000 ადამიანი გახდა უსახლკარო, ხოლო 30 000-მდე სკოლისა და საბავშვო ბაღის ბავშვიდარჩა განათლების გარეშე. დაზიანდა ან განადგურდა 12 საბავშვო ბაღი და 71 სკოლა. 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე დაიღუპა 72 მშვიდობიანი მოქალაქე,  დაშავდა –  163.

წამების ამსახველ ვიდეოებში აზერბაიჯანის სამხედროები სომხების წამების დროს იყენებენ იგივე სიტყვებს, რასაც წლების განმავლობაში იყენებს  აზერბაიჯანის სახელმწიფო  მმართველი წრეები.

ყველა მტკიცებულება რეგისტრირებულია სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატში და იგზავნება საერთაშორისო სტრუქტურებში.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის პრევენცია მოითხოვს მკაცრ პასუხისმგებლობას. დაუსჯელობა წარმოშობს ახალ, უფრო სერიოზულ დანაშაულებებს.

ამიტომ, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი, მიუხედავად ზეწოლისა, განაგრძობს სომხების სიძულვილის ფაქტების გამოვლენას, მის გამოქვეყნებას და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს   აუცილებელ სამართლებრივ პროცედურებს.

ნახეთ მეტი
Back to top button