მთავარიპოლიტიკა

აივაზიანმა ლავროვს ესაუბრა ტყვეების საკითხში აზერბაიჯანის მიერ შექმნილი დაბრკოლებების შესახებ

სამუშაო ვიზიტით რუსეთში მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. შეხვედრაზე განიხილეს ტყვეების დაბრუნების საკითხი. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი აცხადებს.

„მათ გაცვალეს მოსაზრებები 9 ნოემბრისა და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების დებულებების შესრულების შესახებ. გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხების კონტექსტში, აივაზიანმა ხაზი გაუსვა ტყვეთა და მძევლების დაბრუნების  აუცილებლობას, აღნიშნა, რომ საკითხის ხელოვნური შეფერხება სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის აზერბაიჯანის მიერ სამმხრივი განცხადებების განხორციელების მიმართულებით“.

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. აივაზიანმა მაღალ დონეზე შეაფასა  რუსული მხარის ძალისხმევა არცახში  ჰუმანიტარული ვითარების გამოსწორების მიზნით.

ასევე განიხილეს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სამშვიდობო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მოგვარების ძირითადი საკითხების გადაცემა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისთვის.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და რუსეთს შორის მოკავშირული  თანამშრომლობის მაღალ დონეს, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, რეგიონალური უსაფრთხოების და ინტეგრაციის სტანდარტების ფარგლებში. დიდი მნიშვნელობა ექნა მინიჭებული   ორი ქვეყნის პოლიტიკურ დეპარტამენტებს შორის დარგობრივი კონსულტაციების ჩატარებას, ინტენსიური დიალოგის შენარჩუნებას  სხვადასხვა დონეზე.

ნახეთ მეტი
Back to top button