
ბრიტანეთის მინისტრი ევროპული მეზობლობისა და აშშ- ს საკითხებში ვენდი მორტონი, ეწვია წიწერნაკაბერდის მემორიალს და პატივი მიაგო ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. მას თან ახლდა სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორი ჰარუთიუნ მარუთიანი. ბრიტანელმა მინისტრმა გვირგვინით შეამკო მემორიალი, ყვავილები დადო მარადიულ ცეცხლთან.