საზოგადოება
გახდება თუ არა რუსული მეორე ოფიციალური ენა არცახში

არცახის პარლამენტში წარდგენილი იქნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს „ენის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რის შედეგადაც რუსულ ენას მიენიჭება მეორე ოფიციალური ენის სტატუსი. ეს ინფორმაცია გავრცელდა გასული წლის ბოლოს, მაგრამ მალე არცახის პარლამენტარებმა უარყვეს, მაგრამ ამა წლის დასაწყისში ადრე უარყოფილი ცნობა უკვე რეალობად იქცა. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უნდა გამოიყოს ფორმულირებები „სახელმწიფო ენა“ და „ოფიციალური ენა“, რომლებიც საერთაშორისო დონეზე განმარტებული ტერმინებია, ამიტომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
პროექტის ავტორები არიან არცახის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე არამ ჰარუთინიანი და წევრები გაგიკ ბაღუნცი და ჰაკობიანი.