საქართველო გაზაფხულზე რუსეთთან “ხსნის გვირაბის” მშენებლობას დაიწყებს – ცქიტიშვილი
როგორც „სპუტნიკი არმენია„ წერს, გაზაფხულზე დაიწყება საქართველოს სამხედრო ავტომაგისტრალზე ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა,რომელიც გვერდს აუვლის გუდაური-კობის ზვავსაშიშ მონაკვეთს. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ გამოცხადდა მიმდნარე წლის იანვრის შუა რიცხვებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.
„ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის განკუთვნილი 15 მეტრიანი დიამეტრის საბურღი მოწობილობა უკვე საქართველოშია. სამუშაოები დაიწყება გაზაფხულზე”, – თქვა ცქიტიშვილმა.
ჩვენ ვსაუბრობთ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ყველაზე რთული და საშიში მონაკვეთის შემოვლითი გზის ქვეშეთი-კობის შესახებ. პროექტი ითვალისწინებს 22,7 კილომეტრის სიგრძის გზის, ასევე 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ ცხრა კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას. ეს იქნება ერთ – ერთი გრძელი გვირაბი და ერთ – ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში.
ექსპერტების აზრით, პროექტი ამ გზაზე გადაადგილებას უსაფრთხოსა და უწყვეტს გახდის, იმის გათვალისწინებით, რომ ლარსისკენ მიმართულ გზა პერიოდულად იკეტება უამინდობის გამო.
ქართული პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გამარტივდეს გადამზიდავების მუშაობა. მხოლოდ სომხეთიდან ზედა ლარსის გამშვები პუნქტის გავლით და უკან, გადამზიდავები ყოველწლიურად ასრულებენ მინიმუმ 10 ათას რეისს. არსებული გზა პრაქტიკულად ერთადერთია ამჟამინდელ რეალობაში სომხეთიდან რუსეთში და უკან საქონლის მიწოდებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზა ჯერ-ჯერობით არ არის, ლარსის ერთადერთი ალტერნატივა სომეხი იმპორტიორებისთვის არის მულტიმოდალური ტიპის ტრანსპორტირება: ერევნიდან ფოთში რკინიგზის ან საავტომობილო გზით, იქიდან – ბორანით რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში და რუსეთის სხვა ქალაქებში.