მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მოკლე დროში გადალახავს ომის შედეგებს: საქართველოს ელჩი

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა მიიღო დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან გვაცნობეს,  გიორგი საგანელიძემ მიულოცა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ,  თქვა, რომ შეხვედრა კორონავირუსის გამო გარკვეული დროით გადადებული იყო,  მაგრამ მოხარულია, რომ საბოლოოდ შეხვედრა შედგა.  როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ბატონმა დუმანიანმა მინისტრის თანამდებობა დაიკავა  ქვეყნისათვის მეტად  რთულ პერიოდში, მაგრამ იმედია მისი გამოცდილების წყალობით  ის შეძლებს გადალახოს გამოწვევები და გადაჭრას მის წინაშე მდგარი პრობლემები.

მადლობა მოახსენა რა შეხვედრისათვის  ვაჰრამ დუმანიანმა აღნიშნა, რომ სომეხ-ქართველ ხალხებს ბევრი საერთო აქვთ და მათ ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს საუკუნეების ისტორია გააჩნიათ. მისივე თქმით, გასული წელი სომხეთისთვის ძალიან რთული იყო. ჯერ კორონავირუსმა, შემდეგ კი ომმა გამოუსწორებელი დანაკარგები მიაყენა ქვეყანას.

”ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია სომხური კულტურის ძეგლების ბედი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, რომლებსაც არა მარტო სომხური, არამედ  უდიდესი უნივერსალური მნიშვნელობაც აქვთ”, – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ სომხური მხარე მოელის საერთაშორისო თანამეგობრობისა  და ქართველი პარტნიორებისაგან  შესაძლო მხარდაჭერას.

მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი მოკლე დროში გადალახავს ომის შედეგებს, ელჩმა მოახდინა ცნობილი ქართველი პოეტის, პუბლიცისტის ილია ჭავჭავაძის სიტყვების ციტირება, რომ მხოლოდ  „ძლიერი სომხეთით არის ძლიერი საქართველოს სამხრეთი“.

შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ორმხრივ, ისევე როგორც საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მრავალმხრივ თანამშრომლობას.  როგორც მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა აღნიშნა,  აუცილებელია სომეხ და ქართველ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების გაღრმავება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სპეციალისტების გრძელვადიანი თანამშრომლობა. გიორგი საგანელიძე დაეთანხმა მინისტრს და  განაცხადა, რომ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია უნივერსიტეტთაშორისი კონტაქტებისა და სტუდენტთა ერთობლივი პროგრამების გააქტიურება და განვითარება.

ნახეთ მეტი
Back to top button