სპეციალისტი უარყოფს, რომ სომხეთში რეგისტრირებული მიწისძვრა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგია
სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ტერიტორიული სეისმური დაცვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოს მარგარიანი, უარყოფს ჭორებს, რომ სომხეთში ბოლოდროინდელი მიწისძვრები ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგია.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, პრესკონფერენციაზე მარგარიანმა აღნიშნა, რომ მიწისძვრები ტექტონიკური იყო, რაც სომხეთის სეისმურად აქტიურ ზონაში ყოფნით არის განპირობებული.
”13,7 თებერვალს 4,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მან გადაკვეთა ერევნის წყვეტილი. ჩვენ ბიოლოგიურ ან სხვა იარაღზე ლაპარაკიც კი არ შეგვიძლია, რადგან ის არის ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი კერათაგანი. ის ასევე აისახება სეისმური მშენებლობის ნორმების რუკაზე, როგორც საშიში ზონა. 1937 წლის ფარაქარის მიწისძვრაც კვეთდა ამ წყვეტილს. რაც მოხდა, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა”, – თქვა სეისმოლოგმა.