მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და პუტინმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებულ პირთა დაუყოვნებლივი დაბრუნება

,,Armradio.am” წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

მხარეებმა განიხილეს 2020 წლის 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების პუნქტების შესრულების საკითხი. ხაზი გაესვა სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებულების სწრაფი დაბრუნების აუცილებლობას.

სომხურმა მხარემ გამოთქვა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანი სრულფასოვნად არ ასრულებს  ერთობლივი განცხადების ამ მოთხოვნებს.

ასევე განიხილეს სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, მოკავშირეთა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები.

ნახეთ მეტი
Back to top button