მთავარისაერთაშორისო

გიორგი გახარია გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქართული მედია.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, განვითარებისა და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების, მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი მივცეთ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ესკალაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ქვეყნის მომავლის ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button