მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კაპანის თემის სოფლებთან ცეცხლი გახსნეს: ადამიანის უფლებათა დამცველი

 სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცელი თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია სიუნიქის რაიონის ქალაქ კაპანს  და საზღვრისპირა სოფლებს. ვიზიტმა გამოავლინა  მოსახლეობის სიცოცხლის, ქონების და სხვა სასიცოცხლო უფლებების საშიშროებები და დარღვევები. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა.

ვიზიტი შედგა კაპანის თემის ხელმძღვანელის, გორგ ფარსიანის და სხვა კომპეტენტური თემის წარმომადგენლების თანხლებით. ვიზიტის განმავლობაში ჩატარდა დეტალური დისკუსიები, მათ შორის, პირადი საუბრები მოსახლეობასთან, გაკეთდა პროფესიული დაკვირვება, განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა ინდივიდუალური მიდგომით.

ვიზიტის შედეგების საფუძველზე, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა აღნიშნა, რომ:

კაპანის თემის სოფლების მახლობლად მდებარე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მცირე და დიდი კალიბრის იარაღით ისვრიან. სროლა რეგულარულია, როგორც დღისით, ასევე ღამით.

2020 წელი სექტემბერ-ნოემბრის ომის დროს აზერბაიჯანთან სომხეთის საზღვრების დემარკაციის პროცესის გამო,  კაპანის ხსენებული სოფლების საძოვრები, კერძო და სათემო სახნავ-სათესი მიწები მოხვდნენ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნეში. ამან შეუძლებელი გახადა საძოვრებისა და სახნავი მიწების გამოყენება.

ამავდროულად,  აზერბაიჯანელი სამხედროები, რომლებიც ისვრიან  იმდენად ახლო  მანძილზე იმყოფებიან (1 კმ-ზე ნაკლები), რომ სომეხი მოსახლეობის მიწები შეუიარაღებელი თვალით ჩანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი აშკარად ხედავენ, რომ სამოქალაქო პირები  სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მუშაობენ.

ეს ყველაფერი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ბავშვებს. მაგალითად, აზერბაიჯანის სამხედროები განთავსებულნი არიან სოფელ ნერქინ ჰანდის სკოლიდან 1 კმ-ზე.

სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის ვიზიტისას, კაპანის თემის მეთაურის მონაწილეობით, ასევე განიხილეს სოფლის მოსახლეობის სოციალური დახმარებისა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის საკითხები.

ვიზიტის შედეგად, ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატი ახორციელებს შემაჯამებელ სამუშაოებს, რომელთა წინადადებები წარედგინება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და საჭიროების შემთხვევაში   მოითხოვება განმარტებები.

ნახეთ მეტი
Back to top button