მთავარიპოლიტიკა

ლავროვმა და ჩავუშოღლუმაც განიხილეს არცახის საკითხი

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართეს იმ თემებზე, რომლებიც ადრე განიხილეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

”ჩვენმა მინისტრმა მოლაპარაკებები გამართა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან. მხარეებმა იმსჯელეს ჩვენს პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დროს წამოჭრილ საკითხებზე და შეთანხმდნენ, რომ მათ დაბრუნდებიან”,- აღნიშნა სააგენტოს წყარომ.

მანამდე კრემლის პრესსამსახური იუწყებოდა, რომ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის გარშემო შქმნილი ვითარება.

ნახეთ მეტი
Back to top button