მთავარიპოლიტიკა

მაისაია იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს სომხეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისგან

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ რადიო ,,Sputnik სომხეთის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მეზობლებმა, მათ შორის სომხეთმა, არ უნდა ელოდოს მკვეთრ ცვლილებებს ან ახალ სიურპრიზებს საქართველოს ხელისუფლებისგან.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი უფრო მეტად იცნობს რეგიონალური უსაფრთხოების სისტემას. მაისაიამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ის ახალ დინამიკას შესძენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას.

მანამდე თანამდებობა დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გუნდთან შეუთანხმებლობის გამო, რომელიც დაკავშირებული იყო ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასთან. 17 თებერვალს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მელიას გირაოს გადაუხდელობის გამო.

მოგვიანებით, მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა საქართველოს მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ქვეყნის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

”მისი დანიშვნა არ შეცვლის საქართველოს ურთიერთობას სომხეთთან, რომელსაც იგი განიხილავს როგორც ჩვენს კარგ მეზობელს, პარტნიორ ქვეყანას”, – აღნიშნა მაისაიამ.

მისი სიტყვებით, ღარიბაშვილის მოსვლით ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ცვლილებებს არ განიცდის, განსაკუთრებით ეს ეხება სომხეთს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრს კარგი კონტაქტები ჰქონდა სომხეთის ყოფილ ელიტასთან, ასევე სომხეთის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან. ამიტომ, ”აღმოსავლეთის ფრონტზე არანაირი ცვლილება არ მოხდება”, – აღნიშნა მაისაიამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა აუცილებლად უნდა გაააქტიუროს ორმხრივი ურთიერთქმედება, გააღრმავოს კონტაქტები სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში.

მაისაიამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სომხეთის მოკავშირე და პარტნიორი, ამიტომ ერევანს შეუძლია დარწმუნებული იყოს რეგიონში თბილისის პოლიტიკაში.

ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის სექტემბრიდან ის არის ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის უფროსი.

ღარიბაშვილი სომხეთისთვის ნაცნობი ფიგურაა. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, 2014 წლის აგვისტოში შედგა.

ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი, უკვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის რანგში, შედგა 2020 წლის თებერვალში. ვიზიტის დროს, სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას 2020 წლისთვის.  ეს ვიზიტი, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ექსპერტების მიერ შეფასდა არა მხოლოდ პოზიტიურად, არამედ მნიშვნელოვნადაც.

ნახეთ მეტი
Back to top button