მთავარიპოლიტიკა

პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ბიძინა ივანიშვილს 65 წლის იუბილე მიულოცა

პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა,,არმენსპრესს“ განუცხადა, რომ პრეზიდენტმა სარგსიანმა გამოხატა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სომხეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობები უახლოეს მომავალში ახალ სტიმულს მიიღებს და კიდევ უფრო განვითარდება.

პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობა და წარმატება, საქართველოს მეგობარ ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

ნახეთ მეტი
Back to top button