
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
ასევე განიხილეს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ღონისძიებების კოორდინაციის საკითხები.
”მთიანი ყარაბაღის გარშემო ვითარების განხილვა გაგრძელდა რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებებში აღნიშნული შეთანხმებების განხორციელების კონტექსტში. მხედველობაში მიიღება რუსეთ-თურქეთის ქმედებების კოორდინაცია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით.
ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონტაქტებს.