მთავარისაზოგადოება

რატომ ეწოდება კოლუმბიის ერთ-ერთ ტურისტულ ადგილს „არმენია“ („სომხეთი“)?

“Hayern Aysor” – მა შეისწავლა, თუ როგორ მოხდა, რომ სამხრეთ ამერიკის ერთ- ერთ ულამაზეს ქალაქს,  კოლუმბიის ერთ- ერთ უდიდეს ტურისტულ ცენტრს  ჰქვია „არმენია“.

არსებობს სხვადასხვა ვერსიები ქალაქის სახელწოდების წარმოშობის შესახებ. ეს ადგილი  1880 წელს წარმოადგენდა სომხების საკუთრებაში არსებულ ერთ მამულს, მას  მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ახალ დასახლებას ეწოდა ვილა ოლგი იმდროინდელი პრეზიდენტის კარლოს ოლგინ მალარინოს საპატივსაცემოდ. ჰამიდიანის ხოცვა-ჟლეტის, 1915 წლის სომეხთა გენოციდის შემდეგ, ქალაქს   ეწოდა „არმენია“, მოწამე სომეხთა ხსოვნის პატივსაცემად.

1972 წელს კალიფორნიის სომეხმა ბიზნესმენებმა ქალაქში საქველმოქმედო ორგანიზაცია დააარსეს. ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მათი პატივსაცემად დაარქვეს „მოვსესიანის და სამუელიანის“.

1999 წელს კოლუმბიაში მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი არმენია. სტიქიის შემდეგ ქალაქმა მიიღო დახმარება სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ განსაკუთრებით დიდი იყო სომხების მხარდაჭერა. იმ წლებში კოლუმბიის პრეზიდენტმა ერნესტო სამპერმა მადლობა მოახსენა სომხებს.  ”ჩვენ მადლიერი ვართ სომხების, რომლებიც დაგვეხმარნენ იმ რთულ პერიოდში”, – თქვა მან. სომხების დახმარება უბრალოდ ფინანსური არ ყოფილა. არგენტინელი სომეხების დიდი ჯგუფები მონაწილეობდნენ ქალაქის რეკონსტრუქციაში.

ტრადიციის თანახმად, კოლუმბიის ქალაქებს 2 სახელი აქვთ. სომხეთის მეორე სახელია “საოცრებათა ქალაქი”. აქ ყოველთვის სუფევს სომეხებისთვის დამახასიათებელი  სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობის ატმოსფერო. კოლუმბიის სხვა ქალაქების ბევრ მაცხოვრებელს ურჩევნია შაბათ-კვირის გატარება არმენიაში.

ყავის გლობალური პოპულარობა გარდამტეხი იყო კოლუმბიის ეკონომიკისთვის. არმენიაში გაიხსნა მსოფლიოში ერთადერთი ყავის მუზეუმი. შემთხვევითი არ არის, რომ მას კოლუმბიის “ყავის დედაქალაქსაც” უწოდებენ, რადგან ქალაქის სწრაფი განვითარება ყავის ინდუსტრიის განვითარებით არის განპირობებული. ტურისტებს შეუძლიათ არა მხოლოდ არომატული ყავის დამზადების პროცესს ადევნონ თვალი, არამედ მონაწილეობა მიიღონ მასში.  ყოველწლიურად 27 ივნისს ქვეყანაში დღესასწაულია. კოლუმბიელები ყავის ეროვნულ დღეს მარშებით და ფესტივალით აღნიშნავენ, რომელსაც ათასობით ტურისტი ესწრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ნახეთ მეტი
Back to top button