მთავარიპოლიტიკა

საქართველოს მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილი გახდება საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი. პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა მისი კანდიდატურის შესახებ, იუწყება ,,ნოვოსტი – გრუზია“.

ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად თავდაცვის მინისტრია. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, იგი პოლიტიკურ კარიერაში მეორედ გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მმართველი პარტია იძულებული გახდა ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგინოს გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომის შემდეგ. მან თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაგეგმილი დაპატიმრების დაძაბული სიტუაციის ფონზე. გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ გადადგომის მიზეზი იყო მმართველ პარტიაში არსებული უთანხმოება ნიკა მელიას დაკავების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button