საზოგადოება

სომხური გემო ევროპაში: ლავაშმა მიაღწია გერმანიის ბაზარს

140-150 გრამი სომხური სურნელი და გემო მიეწოდება გერმანიას სომხური ლავაშის სახით.  სომხური სუფრის მუდმივი კომპონენტი, ლავაში, გერმანიაში მცხოვრებთა სუფრაზეც გამოჩნდა.  გადალახულია ექსპორტის,  განბაჟებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები. კომპანია „Noah Fruits, A + D Food“ – ის დირექტორი დავით სუქიასიანი მართავს ბიზნესს, რომელიც კომერციული არ არის, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია.

დავითი სამშობლოდან შორს ცხოვრობს, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის ყოველივე სომხური თვითონ მივიდეს მასთან.  ის ასევე  უწყობს ხელს, რომ სომხური ნაწარმი გერმანელებმაც დააგემოვნონ.

”ჩვენ განვიზრახეთ  მეტი სომხური პროდუქტის შეთავაზება გერმანიის ბაზრებისთვის. მიზანი არა  მხოლოდ სომხური საზოგადოება იყო, არამედ რიგითი გერმანელი მოქალაქეებიც.   დღეისათვის ამ პროდუქციას ვაწვდით  გერმანიის სუპერმარკეტებს. მაგალითად, კაკლის მურაბა,  ერთი  კლიენტი გვყავს,  მან მხოლოდ ჩვენგან იყიდა 30 000 ქილა“, -ამბობს კომპანიის დირექტორი.

ნახეთ მეტი
Back to top button