საზოგადოება

ხალხის შეიარაღება საჭიროა, მაგრამ თავდაცვის ჯგუფებში გაერთიანების პირობით: ვოვა ვარდანოვი

კანონპროექტი სომხეთის საზღვრისპირა   თემების მაცხოვრებლების შეიარაღების შესახებ აუცილებელია, მაგრამ რეგლამენტი სწორად უნდა იყოს მოცემული, ამბობს არცახის განმათავისუფლებელი ომის ვეტერანი, სომხეთში პირველი სპეციალური დაზვერვის დივერსიული რაზმის ფუძემდებელი, საზოგადოებრივ-სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციის „ომა“-ს  დამფუძნებელ-მეთაური ვოვა ვარდანოვი.

მისივე თქმით, იარაღის ტარების შესახებ მოქმედი კანონი არასრულია თავისი შეზღუდვებით,  ზოგი დებულებები აბსურდულიც კი არის.  ჯარიდან ახლად დაბრუნებულ, დემობილიზებულ, შესაძლოა წოდების მქონე ჯარისკაცს არ აქვს თოფის ქონების უფლება,   ხოლო 5 წლის სტაჟის  მქონე მონადირეს, რომელსაც შეიძლება ლოთობის მავნე ჩვევაც კი  აქვს შეუძლია იარაღი ატაროს.

„ჩვენ გვგონია, რომ  იარაღის ტარების უფლების მისაღებად საკმარისია ადამიანი იყოს ფხიზელი, არ იყოს ნარკომანი და  არ ჰქონდეს ფსიქიური პრობლემა. არა, ეს არ არის საკმარისი. ჩემი აზრით იარაღის ტარების უფლება უნდა მიეცეს იმ პიროვნებას, რომელიც  ჩართული იქნება თავდაცვის რომელიმე ჯგუფში ან რაზმში. კანონით განსაზღვრული უნდა იყოს, რომ თუ ადამიანი სამოქალაქო არმიის რომელიმე ნაწილში არ ირიცხება, ის ლიცენზიას ვერ მიიღებს”, – აღნიშნა  ვარდანოვმა ”რადიოლურ”-ის კორესპოდენტთან საუბრისას.  

ნახეთ მეტი
Back to top button