საზოგადოება

“ეთნოკულტურული კოდი”. როსტოვის რეგიონში შეიქმნა არმენოლოგიის ცენტრი

როსტოვის ოლქში აპირებენ განავითარონ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და არმენოლოგიის ცენტრიც კი დააფუძნონ სამხრეთ ფედერალურ უნივერსიტეტში. ინფორმაციას ავრცელებს “არგუმენტი და ფაქტი”.

აღინიშნა, რომ როსტოვის რეგიონში აქტიურად ხორციელდება 2021 წელს შექმნილი პროექტი “ეთნოკულტურული კოდი”. იგი ინიცირებული იყო სამხრეთ ფედერალურ უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ. პროექტის მიზანია ახალგაზრდებს შორის ერთაშორისი მეგობრობის განმტკიცება.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ცოტა ხნის წინ გაიხსნა არმენოლოგიის ცენტრი. აქ ისინი წაიკითხავენ ლექციებს სომეხი ხალხის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ახალი ნახჭევანის სომხური თემის ხელმძღვანელმა ჰარუთიუნ სურმალიანმა და უნივერსიტეტის რექტორმა ირინა შევჩენკომ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

”ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი დაიწყო სწორედ სომხეთით, რომლის შესახებაც ბევრი რამ ვიცით, მაგრამ უფრო მეტად ვაფასებთ და გვიყვარს ის რასაც ადგილი აქვს ნახჭევანში, მიასნიკიანის რაიონში და ყველა სხვა კუთხეებში, ვინაიდან ეს ისტორიის ცალკეული გვერდია ჩვენი ქვეყნების, ჩვენი რეგიონის და ჩვენი უნივერსიტეტისთვის”, – აღნიშნა შევჩენკომ.

რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე სკრიაბინმა ხაზი გაუსვა, რომ როსტოვის რეგიონს საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს სომხეთთან, მათ შორის ეკონომიკურთან და ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა უფრო მეტ სტიმულს მისცემს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

მოსალოდნელია, რომ ეს გახდება უფრო ღრმა ორმხრივი საკვლევი და სამეცნიერო-კვლევითი კავშირების განვითარების დასაწყისი.

ნახეთ მეტი
Back to top button