საჭიროა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების განახლება: მელიქიანი
ჯონი მელიქიანის თქმით, ღარიბაშვილს შეუძლია ძალიან სერიოზული როლი შეასრულოს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში. გაიხსენა რა 2013-15 წლებში არსებული აქტიურობა, ქართველოლოგმა აღნიშნა, რომ თუ ღარიბაშვილი მოახერხებს შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებას, მას შესაძლებლობა ექნება მეტი ყურადღება მიაქციოს საგარეო ბლოკის თემებს, მაშინ მოსალოდნელია სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება დღის წესრიგის განახლებით.
”ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ საჭიროა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის განახლება, შესაძლოა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების გადახედვა, რათა განახლებული დღის წესრიგი შეესაბამებოდეს არსებულ ვითარებას, როცა რეგიონალური რეალობა შეიცვალა. მაგიდაზე დევს ჯერ კიდევ 2001 წელს შევარდნაძისა და და ქოჩარიანის მიერ ხელმოწერილი „ მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ერთობლივი შეთანხმება“. ასე რომ, ოცი წლის შემდეგ ორი ქვეყნის მთავრობას საბოლოოდ მოუწევს დოკუმენტის განახლება, ახალი კომპონენტების ჩართვით”, – თქვა ქართველოლოგმა.
მელიქიანის თქმით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების საფუძველია ეკონომიკური ბლოკი, თუმცა დღეს უსაფრთხოების კომპონენტიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ღარიბაშვილის ურთიერთობა სომხეთთან თბილი იყო იმ პერიოდში, როდესაც იგი ადრე პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რაც განსაკუთრებით აშკარად გამოიხატებოდა ორმხრივი ვიზიტების დროს, ამიტომ ღარიბაშვილის დანიშვნის შემთხვევაში, არის სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალი სტიმულის მიცემის შესაძლებლობები.
„ვინაიდან ღარიბაშვილი უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკოსია და ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ახლადდანიშნულმა პრემიერ მინისტრმა მიიღო მმართველი პარტიიდან კარტ- ბლანში, მას შეუძლია ბევრი სიკეთის გაკეთება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისათვის, გააღრმაოს კეთილმეზობლური ურთიერთობების. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი რაც გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან, ემთხვევა ჩვენს ინტერესებსაც. უბრალოდ საჭიროა ამ ურთიერთობებისათვის ახალი ხარისხის მინიჭება, მათი სტრატეგიულ მნიშვნელობის ამაღლება”, – თქვა მან.
მელიქიანის თქმით, ბევრი რამ ნამდვილად იქნება დამოკიდებული საქართველოს საშინაო პოლიტიკურ დღის წესრიგზე, თუ მეზობელი ქვეყანა გამოვა კრიზისიდან, დაძაბულობა განიმუხტება, ის უფრო აქტიურ მუშაობას განახორციელებს საგარეო პოლიტიკის სფეროში.