
რუსი სამშვიდობოები აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
რუსი სამშვიდობოები 27 საგუშაგოზე აკვირდებიან ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას და 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ სიტუაციას. ამის შესახებ იტყობინება რფ თავდაცვის სამინისტრო.
”ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნებულია კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ.
რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნებას მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისადმი.
ბოლო დღის განმავლობაში სომხეთიდან მთიან ყარაბაღში დაბრუნდა 19 ლტოლვილი. სულ 2020 წლის 4 ნოემბრიდან 52 700 ადამიანი დაბრუნდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე მთიან ყარაბაღში”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.