მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დაინტერესებულია გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გაფართოებით: სომხეთის თავდაცვის მინისტრი

სომხური მხარე დაინტერესებულია გიუმრიში რუსული 102-ე სამხედრო ბაზის გაფართოებით და მისი პოტენციალის განვითარებით.ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა RIA Novosti- სთან ინტერვიუში განაცხადა.

”სომხური მხარე ამაში ყოვეთვის იყო დაინტერესებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ   ბაზა მთელი შემადგენლობით შედის სომხეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაეღთიანებულ ჯგუფში.  ამგვარად ბაზის შესაძლებლობების გაფართოება ტავისტავად გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში ორმხრივი საფუძვლებით მოქმედ  კოლექტიური უსაფრთხოების ერთობლივი ჯგუფის პოტენციალის განვიტარებას“,  – თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, ”რა თქმა უნდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ითვალისწინებს რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ რეალობას და გადადგმულია სწორი ნაბიჯები ბაზის გამაგრებისა და შეიარაღებისთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გრძელვადიანი იქნება,” – თქვა ჰარუთიუნიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button