ეკონომიკამთავარი

სომხეთი ერთობლივი პავილიონით მონაწილეობს მე-15 საერთაშორისო სამხედრო-სამრეწველო გამოფენაში ,,IDEX 2021“

,,News.am” წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდაცვის საკითხებით სახელმწიფო მინისტრის მუჰამედ აჰმად ალ-ბაუარიდი ალ-ფალასის მოწვევით სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ არშაკიანი არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მონაწილეობას მიიღებს  მე -15 საერთაშორისო სამხედრო-სამრეწველო გამოფენაში ,,IDEX 2021“, რომელიც გაიმართება 21-25 თებერვალს.

სომხეთი გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ერთობლივი პავილიონით, სადაც წარმოდგენილი იქნება 14 სომხური კომპანია, რომლებიც წარმოადგენენ სომხეთის სამხედრო ინდუსტრიის პროდუქტებს და გადაწყვეტილებებს.

თავიანთი პროდუქციის წარმოდგენის გარდა, ამ კომპანიებს საშუალება ექნებათ იპოვონ გაყიდვების ახალი  ბაზრები, ახალი კავშირები და შეიძინონ ცოდნა უახლესი სამხედრო-სამრეწველო პროდუქტების შესახებ.

,,IDEX“-ი არის თავდაცვის ტექნოლოგიისა და შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა, ხოლო ყველაზე მასშტაბური – შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ეს არის უნიკალური პლატფორმა რეგიონში სამთავრობო უწყებებთან, ბიზნესთან და შეიარაღებულ ძალებთან კავშირების დამყარებისა და განმტკიცებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჰაკობ არშაკიანის არაერთი ოფიციალური შეხვედრა.

ნახეთ მეტი
Back to top button