მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა არ შეასრულა სამხედრო ტყვეთა და მძევლების დაბრუნების ვალდებულება. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიის მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაზე, რომლის დროსაც ის შეეხო აზერბაიჯანის მიერ არცახის ხალხის წინააღმდეგ აღვირახსნილ მასშტაბურ სამხედრო აგრესიას და მის შედეგებს.

აივაზიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი შეუერთდა გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, COVID-19 ეპიდემიის რეაგიების დროს. იმავდროულად, აზერბაიჯანმა არა მხოლოდ ამის იგნორირება მოახდინა, არამედ ისარგებლა რა ეპიდემიური სიტუაციით, დაიწყო ფართო მასშტაბიანი სამხედრო აგრესია არცახის მოსახლეობის წინააღმდეგ.

 ”აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას არ დაუმალავს თავისი განზრახვა, რომ აღმოფხვრას სომხური კვალი არცახიდან. მან ჩაატარა მასობრივი დანაშაული სომეხთა წინააღმდეგ თურქეთის და მისი მხარდამჭერი უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების უშუალო მონაწილეობით. ამრიგად, გასული საუკუნის დასაწყისში სომხების წინააღმდეგ დაუსჯელი გენოციდის საშინელებები განმეორდა ჩვენს რეგიონში მასობრივი სისასტიკის სხვა გამოვლინებების სახით, რომელსაც უბიძგა იმავე მოძალადემ და თანამონაწილემ”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების და დაქირავებულების გამოყენებით მოხდა არცახის სომხების ადამიანის უფლებების აღკვეთის სასტიკი მცდელობა, მათ შორის საერთაშორისო ინსტანციების მიერ აღიარებული თვითგამორკვევის უფლების ჩათვლით.

”ადამიანის უფლებათა და 44-დღიანი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევებით განხორციელებული სამხედრო მოქმედებების დროს, აზერბაიჯანის არმიამ ჩაიდინა საშინელი და სასტიკი დანაშაულები, განზრახ სისტემატურად დაუმიზნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სკოლებს, საავადმყოფოებს, სამშობიარო სახლებს, ბაზრებს, გზებს, საკომუნიკაციო სისტემებს და ა.შ. მან გაანადგურა და წაბილწა სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობა არცახში, მათ შორის ეკლესიები, ხაჩქარები და სხვა ძეგლები”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულმა ორმა საჰაერო დარტყმამ დააზიანა ღაზანჩეცოცის ტაძარი შუშიში.

აივაზიანის აზრით, არცახის კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობის ისტორიულ სიმბოლოზე ეს განზრახ შეტევა, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და აზერბაიჯანის მხრივ სომხური კულტურული მეხსიერების განადგურების პოლიტიკის გაგრძელება, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს არცახის სომხებისგან დაცლა და იქ სომხური კულტურის არსებობის განადგურება.

მისივე თქმით, ჰადრუთის რაიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრივ ტყვედ ჩავარდნილი სომეხ მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება არის არცახის მოსახლეობის წინააღმდეგ ომის ერთ – ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევა, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა უკვე მიანიჭა შესაძლო ომის დანაშაულის კვალიფიკაცია.

”სამწუხაროდ, არცახის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ აჩვენა, რომ გაეროს ადრეული გაფრთხილების მექანიზმები არ მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მათი შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა საბჭოს განხილვის პროცესის ჩარჩოებში”, – აღნიშნა აივაზიანმა.

არცახში გაეროს  არარსებობის ფაქტი სომხეთის მინისტრმა შეაფასა, როგორც საერთაშორისო თავდაცვის  არაუზრუნველმყოფი ერთ-ერთი ფაქტორი.

”ამ ომის ერთ-ერთი თავისებურება ის იყო, რომ აზერბაიჯანმა ფართოდ გამოიყენა სოციალური მედიის პლატფორმები სომხური მოსახლეობის დასატერორებლად. აზერბაიჯანის ოფიციალური პირების და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნების ბრძანებით სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ვიდეოებს, რომლებიც ადასტურებენ სომეხი სამხედრო ტყვეების დამამცირებელ, არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას, მათ შორის დამცირებას, ფიზიკურ ძალადობას და დასახიჩრებას, აგრეთვე ისლამური სახელმწიფოს მოქმედების სტილის დამახასიათებელ თავის მოკვეთის ფაქტებს. ომის დანაშაულის ჩამდენებს, რომლებიც საჯაროდ ამაყობენ სომხების თავების მოკვეთით, აზერბაიჯანში გადაეცათ მაღალი სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ეროვნული გმირის წოდება”, – აღნიშნა აივაზიანმა.

მან ასევე დააფიქსირა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, სომეხი სამხედრო ტყვეები და მძევლები კვლავ მძევლებად რჩებიან.

”ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა არ შეასრულა ყველა სამხედრო ტყვის და მძევლის დაბრუნების ვალდებულება და განაგრძობს მათი ნაწილის ტყვეობაში დატოვებას”, – აღნიშნა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ არცახის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის თავისი უფლებებისთვის, კვლავ ემუქრება არსებობის საფრთხე მისი წინაპრების ქვეყანაში.

ნახეთ მეტი
Back to top button