მთავარიპოლიტიკა

ახალი პრემიერ-მინისტრი არ შეცვლის სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ვექტორს

,,Sputnik-სომხეთის“ კორესპონდენტის მიხედვით, თბილისი არ გეგმავს საგარეო პოლიტიკის შეცვლას, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემთხვევაში. აუცილებელია იმის გაგება, რომ ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ სათავეში იყო. პარტიის პოლიტიკა მეზობლების მიმართ თითქმის ათი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა. ამის გარდა, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2013-2015 წლებში გამოიკვეთა სომხეთთან კონტაქტების გააქტიურების გარკვეული დინამიკა.

ღარიბაშვილი სომხეთში იმყოფებოდა 2014 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატუსით, ხოლო 2020 წელს როგორც თავდაცვის მინისტრი. ორჯერვე პოლიტიკოსმა ისაუბრა თანამშრომლობის ყველა მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავების განზრახვაზე. ორივე ქვეყნის ექსპერტების აზრით, ღარიბაშვილი არის ის, ვინც ნამდვილად ჩაერთვება მეზობლებთან, მათ შორის სომხეთთან, საქართველოსთვის მნიშვნელოვან ქვეყანასთან კონტაქტების გაღრმავებაში.

საქართველოს საკითხებით ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა Sputnik სომხეთს განუცხადა, რომ თბილისი არ აპირებს შეცვალოს საგარეო პოლიტიკის ვექტორი, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

”ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში თბილისი გააგრძელებს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან. ღარიბაშვილი ადვილად იპოვის საერთო ენას პრემიერ- მინისტრის რანგში და დაამყარებს უფრო მეზობლურ ურთიერთობებს რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით სომხეთთან”, – აღნიშნა მელიქიანმა.

მისივე თქმით, წელს უნდა ველოდოთ სომხეთთან კონტაქტების გაღრმავებას მაღალი დონის შეხვედრების, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის, ბიზნეს ფორუმის ჩატარებისა და სხვა საშუალებებით.

ექსპერტი ღარიბაშვილის დამოკიდებულებას სომხეთისადმი აფასებს როგორც პოზიტიურს და თბილს. ღარიბაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც კარგად იცნობს სომხეთის ელიტას და მაღალ შეფასებას აძლევს ამ კონტაქტებს. მელიქიანის განცხადებით, საქართველოში ესმით, რომ განსაკუთრებით არცახის ომის და პანდემიის შემდეგ, კონტაქტები უნდა განახლდეს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ უნდა განაახლოს ორმხრივი დღის წესრიგი.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსი, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ ვექტორი არ შეიცვლება ახალი პრემიერ-მინისტრის მოსვლით.

”სომხეთის მხრივ არანაირი ცვლილებები არ მოხდება. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძმური, მეზობლური ურთიერთობები გაღრმავდეს და მოხდეს მათი ეკონომიკური განვითარება”, – განუცხადა მამრაძემ Sputnik სომხეთის ჟურნალისტს.

მან განმარტა, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ქვეყანაში არსებობს მეზობლებთან კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობის აღქმა.

ღარიბაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლობდა სორბონში. იგი მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ეკუთვნოდა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც უკვე 2011 წელს დააარსა პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. იგი ორჯერ ხელმძღვანელობდა ქვეყნის ძალოვან სტრუქტურას, არჩეულ იქნა პრემიერ-მინისტრად.

”ღარიბაშვილს უკვე აქვს საკმარისი გამოცდილება. ის მკაფიოდ მოლაპარაკე და საკმაოდ მკაცრი ადამიანია”, – აღნიშნა მამრაძემ.

ღარიბაშვილის მკაცრი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის მიმართაც გამოყო მელიქიანმაც. მან შეახსენა, რომ ღარიბაშვილის წინაშე  რთული ამოცანა დგას – მოაგვაროს შიდა პოლიტიკური კრიზისი, შეამციროს ვნებათა ღელვის დაძაბულობა და დააბალანსოს საზოგადოებაში არსებული პოლარიზება.

ამ დროისთვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის შესუსტება არ შეიმჩნევა და თუ არც ერთი მხარე არ დააპირებს კომპრომისზე წასვლას, ყველაფერი შეიძლება რიგგარეშე არჩევნებით დასრულდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button