მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაურეგულირებლობა კვლავ ერთ – ერთ მთავარ გამოწვევად რჩება რეგიონში. საგარეო საქმეთა სამინისტრო

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაურეგულირებლობა კვლავ ერთ – ერთ მთავარ გამოწვევად რჩება რეგიონში. ამის შესახებ 23 თებერვალს პარლამენტის რეგიონალური და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა.

მისი თქმით, თურქეთის უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შედეგები, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ამ კონფლიქტის მოგვარებად. ”მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი შეიძლება ჩაითვალოს ამ კონფლიქტის დასრულებად, რომელიც გაითვალისწინებს კონფლიქტის ყველა მხარის უფლებებს და განსაზღვრავს ყარაბაღის საბოლოო სტატუსს”, – აღნიშნა აივაზიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზადაა განაახლოს მოლაპარაკებების პროცესი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია შესაბამისი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და ასეთი წინაპირობები აზერბაიჯანის მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს. ”ამაზე მეტყველებს აზერბაიჯანის მიერ გასული წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ჰუმანიტარული კომპონენტის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხში დაბრკოლებების შექმნით”, – განმარტა სს მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button