მთავარიპოლიტიკა

ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს

,,Metronome.ge” წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირების დროს 21 პირი დააკავეს. ამის შესახებ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.

უწყების ცნობით, 21-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button