
,,News.am” წერს, რომ 19 თებერვალს პოლიციის უფროსმა ვაჰე ღაზარიანმა მიიღო სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე.
მიესალმა რა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვაჰე ღაზარიანმა მაღალი შეფასება მიანიჭა სომხეთის პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და კანონის უზენაესობის დაცვას. ვაჰე ღაზარიანმა გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობის გაფართოებისთვის.
გიორგი საგანელიძემ მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და მნიშვნელობა მიანიჭა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სომხეთის პოლიციაში მიმდინარე რეფორმები, ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხები.