მთავარიპოლიტიკა

გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“ (“სომხეთის რესპუბლიკა”): თურქეთის სამხედრო ექსპანსია შეიცავს ეკონომიკრ ექსპანსიასაც

როგორც  ყოველდღიური გაზეთი „ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ“-ი  წერს,  ”პროგნოზირებადი იყო, რომ არცახის  რესპუბლიკის ტერიტორიებზე თურქეთის სამხედრო  ექსპანსია ნიშნავდა ეკონომიკრ ექსპანსიასაც. უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყანას სურს ეკონომიკურად გაძლიერდეს კავკასიაში, განამტკიცოს  მისი ყოფნის გრძელვადიანი საფუძველი.  ამის აშკარა გამოვლინებებს ვხვდებით საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ არცახის ომი ახლახან დასრულდა და მისი შედეგების აღმოფხვრაზე საუბარი ნაადრევია, თურქეთმა დაიწყო აქტიური ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური ყოფნის შესანარჩუნებლად. გასულ კვირას, თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობათა კომისიამ მოაწყო თურქეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს -ფორუმი. თურქული მხარე მოელის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას სომხეთისა და არცახის მხრიდან. პრობლემა ისაა, რომ ორივე თურქული  სახელმწიფო შორს არიან  კონსტრუქციული მიდგომისაგან,  უპირველეს ყოვლისა მკაცრი სამხედრო რიტორიკით, დახურული შინაგანი კომუნიკაციებით და ომის დამთავრების რამდენიმე თვის შემდეგ მძევლად აიყვანილთა  დიდი რაოდენობით. ასეთ ვითარებაში ალოგიკურია საუბარი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით დაზარალებული მხარესთან“.

ნახეთ მეტი
Back to top button