თებერვლის პირველ 20 დღეში სავაჭრო ბრუნვამ 44 მილიარდი დრამით გადააჭარბა 2020 წლის იგივე მაჩვენებელს: ფაშინიანი

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში შექმნილი ატმოსფეროს განმუხტვის ინსტრუმენტად მიიჩნევს მის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ “საგზაო რუკას” როგორც ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნვერ მნაცაკანიანთან ინტერვიუში აღნიშნა.
”შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული „საგზაო რუკა“ საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ამ დროისთვის ჩვენ დაახლოებით 17 პროგრამა განვახორციელეთ და ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ დღეს ჩვენ არცახში განვახორციელეთ დაახლოებით 23 მილიარდი დრამის პროგრამა, რომელიც ეხება სხვადასხვა სფეროებს, ძირითადად სოციალურ და არცახის სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერას. საერთო პაკეტი, რომელიც ამჟამად იქნა მიღებული და რომელიც უნდა განხორციელდეს არაცხში, მიაღწევს დაახლოებით 50 მილიარდ დრამს. ჩვენ ასევე ვახორციელებთ პროგრამებს სომხეთში, სიუნიქის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა. ლაპარაკია პროგრამებზე, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ომის შედეგად დაინვალიდნენ, დაჭრილების დახმარების , ომის მონაწილეთა სწავლის ქირის დაფარვის პროგრამაზე დასხვა“, – თქვა პრემიერ მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასამართლო სისტემის რეფორმებს, რომელსაც მთავრობა მტკიცედ ახორციელებს. ”სინამდვილეში, ნახეთ რა ხდება, ეკონომიკა პასუხობს ჩვენს მიერ გატარებულ ზომებს. თებერვლის პირველ 20 დღეში სავაჭრო ბრუნვამ 44 მილიარდი დრამით გადააჭარბა 2020 წლის იგივე მაჩვენებელს. ეს არის 13% -ით მეტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიასგასული წლის თებერვალში არ მოუხდენია უარყოფითი ეკონომიკური გავლენა. წინა წლის თებერვალში, თავის მხრივ, ძალიან სერიოზული ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის თებერვალთან შედარებით, რაც, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზრდის პერიოდი იყო.
რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, ვფიქრობ, სხვა გზა არ არის, გარდა დიალოგისა, დისკუსიისა, საერთო დღის წესრიგის, სტრატეგიული დღის წესრიგის ფორმულირებისა, რომელიც ჩვენი “საგზაო რუკის” განუყოფელი ნაწილია და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დისკუსიები და კონსულტაციები, წარმატებული ან წარუმატებელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე უნდა გავაგრძელოთ”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.