მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა მისალოცი გაუგზავნა საქართველოს ახალარჩეულ პრემიერ მინისტრს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მისალოცი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის  რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

მისალოცში  ნათქვამია:

“თქვენო აღმატებულებავ,

გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას და გისურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საქართველოს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

სომხეთსა და საქართველოს შორის მტკიცე მეგობრობა ემყარება მრავალსაუკუნოვან ორმხრივ კონტაქტებს, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა პატივისცემასა და ნდობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად, რათა მაქსიმალურად გაზარდონ სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის სრული პოტენციალი ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ”.

ნახეთ მეტი
Back to top button