მთავარიპოლიტიკა

შემოწმდა სომეხი სამშვიდობოების პროფესიული მომზადება

,,News.am” წერს, რომ კოსოვოში სამშვიდობო მისიის განმახორციელებელი სომეხი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალური და სამსახურებრივი მომზადების შემოწმების მიზნით სომხეთის კონტინგენტის მუდმივი დისლოკაციის ადგილს ეწვია სამხედრო ბაზის მეთაური.

სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა გაგიკ მიქაელიანმა წარმოადგინა სომეხი სამშვიდობოების მომსახურების პირობები და შესრულებული სამუშაო.

გაცემული იქნა “განგაშის” ბრძანება, რის შემდეგაც სომეხმა სამშვიდობოებმა მაღალი მზადყოფნის გამოვლენით უნაკლოდ შეასრულეს დასახული ამოცანები და მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

ნახეთ მეტი
Back to top button