მთავარიპოლიტიკა

ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით მივემართებით უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფისაკენ: ფაშინიანი

სომხეთში და სომხეთის გარშემო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მთავრობა  მტკიცე ნაბიჯებით მიდის.  ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა განაცხადა 1in.am-ის კორესპოდენტთან ინტერვიუში უპასუხა რა კითხვას, თუ სად არის ყველაზე გადაუდებელი პრობლემა სომხეთს შიგნით,  თუ სომხეთის გარშემო არსებულ მოვლენათა განვითარებაში.

”ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ომის შედეგების დაძლევის პროცესში. და, რა თქმა უნდა, არსებობს გადაულახავი შედეგებიც. კერძოდ, ვგულისხმობ დაღუპულ თანამოძმეებს,  ჩვენს გმირულად დაღუპულ თანამემამულეებს, რომლებიც უკვე აღარ დაგვიბრუნდება. გარდა ამისა, დღეს, რა თქმა უნდა, გვაქვს ”შიდა” და ”გარე” გამოწვევები. ჩემი აზრით, როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევები უსაფრთხოების სიტუაციას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ომის დასრულებისთანავე, პრიორიტეტად დავაყენე სომხეთში და  სომხეთის გარშემო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დღის წესრიგი.  ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა 100% -ით მოგვარებულია, მაგრამ, ჩვენ ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებს ვდგამთ”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კორესპოდენტმა  იკითხა, ხომ არ ეხება ეს უსაფრთხოების ახალ სისტემას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი სისტემა დამარცხდა.  პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ადრე, ახლა ჩვენ ვართ გარე უსაფრთხოების იგივე სისტემაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე საზოგადოებრივ დონეზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ვალდებულებების შესახებ მცდარი წარმოდგენა გვქონდა. მაგალითად, ბევრი ამბობს, თუ რატომ არ ჩაერია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სამხედრო მოქმედებებისას ყარაბაღის ომში. პასუხი მარტივია, რადგან კუხო-ს ვალდებულებები ფორმულირებულია სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მის საზღვრებს გარეთ,  ფაქტობრივად, ასეთი ვალდებულებები არ არის გათვალისწინებული.  რა თქმა უნდა, ჩვენ უსაფრთხოების გამოწვევები გვქონდა სომხეთის შიგნითც. იქ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმებმა გარკვეული როლი ითამაშეს. ეს უნდა ვაღიაროთ.  რაც შეეხება ჩვენს მთლიან რეგიონალურ უსაფრთხოების სისტემას, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ჩავატაროთ არმიის რეფორმები, განსაკუთრებით შეიარაღების მხრივ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა შევაფასოთ ის სიტუაცია, რაც რეგიონში გვაქვს, უნდა შევაფასოთ თუ რა როლს ვტამაშობთ რეგიონში რა დანიშნულება გაგვაჩნია.   უნდა შევაფასოთ ის ურთიერთობები, რაც რეგიონში გვაქვს.  უნდა დახვეწოთ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა როგორც რეგიონში,  ასევე რეგიონთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button