
,,Armradio.am” წერს, რომ ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა მიიღო დელეგაცია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლარის ხელმძღვანელობით.
შეხვედრის დასაწყისში ვიცე პრემიერმა წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ აღვირახსნილი ომის შედეგად შექმნილი ვითარება, ჰუმანიტარული პრობლემები, და ის ძირითადი უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები, რომელთა დაძლევაზე მთავრობა ამჟამად მუშაობს.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოხატა ევროკავშირის მზადყოფნა გააგრძელოს სომხეთის დახმარება, მათ შორის ომისშემდგომი შედეგების აღმოფხვრის საქმეში.
შეხვედრის დროს, მჰერ გრიგორიანმა ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო ტყვეების სწრაფი დაბრუნების მნიშვნელობას.
სომხეთის ვიცე-პრემიერმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგი, შეეხნენ რეგიონის შესაძლო განბლოკვასთან დაკავშირებულ საკითხებს.