მთავარისაზოგადოება

ერევანში შენდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ინტერნეტ ქსელი

,,ტელეკომი სომხეთი“ (ბრენდი – Beeline) აცხადებს რეგიონში ყველაზე მოწინავე ბოჭკოვანი ქსელის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ. ერევანში ახალი თაობის ქსელის (Next Generation Network) მშენებლობა დავთაშენიდან დაიწყო და უახლოეს თვეებში ქსელი 10 გიგაბიტი/წამში სიჩქარით ხელმისაწვდომი იქნება დედაქალაქის ამ ადმინისტრაციული რაიონის ყველა ბინაში.

”ჩვენი კომპანია 100 წელზე მეტია აწვდის მომსახურებას კომუნიკაციების სფეროში. დღეს ჩვენ ახალ ნახტომს ვახორციელებთ შემდეგი საუკუნისთვის და ვქმნით ახალ ქსელს ოპტიკურ-ბოჭკოვან საფუძველზე, რომელიც მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესო იქნება. ამჟამინდელ ქსელებში, ძირითადი მიმწოდებელი ხაზი ნაწილდება მრავალრიცხოვან მომხმარებელს შორის, ხოლო ჩვენს ახალ ქსელში  თითოეული აბონენტი მიიღებს ცალკეულ ოპტიკურ-ბოჭკოვან არხს. მომსახურება მიიღებს სრულიად ახალ ხარისხს და ამ ქსელის შესაძლებლობები თითქოს და  შეუზღუდავია”, – აღნიშნა ,,ტელეკომი სომხეთი“-ს გენერალურმა დირექტორმა ჰაიკ ესაიანმა.

ახალი თაობის ქსელი ერევანის ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ  მიწისქვეშა გზით, რაც უზრუნველყოფს კომუნიკაციური მომსახურების ყველაზე მაღალ საიმედოობას, ამავდროულად შენარჩუნდება ქალაქის ქუჩების ესთეტიკური სახე. NGN ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ თითოეულ აბონენტს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს ცალკე ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი საკუთარი სახლიდან კომპანიის მონაცემთა ცენტრამდე, რომელიც აბონენტს აკავშირებს საერთაშორისო ინტერნეტ მაგისტრალებთან მონაცემთა დაკარგვის გარეშე.

”ახალ ქსელში გამოყენებული, დარგის წამყვანი მწარმოებლების მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ქსელის სიჩქარე ჩვენი აბონენტების ინტერნეტით სარგებლობის გამოცდილებას აიყვანს ახალ დონეზე. ახალი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ინტერნეტთან მაღალსიჩქარიანი კავშირის საშუალებას მოგცემთ, არამედ დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადაცემას ქსელში. ის მოემსახურება როგორც ჩვენი, ასევე სხვა ოპერატორების საჭიროებებს. ქსელი საფუძველი გახდება ჩვენი ამჟამინდელი, ახალი თაობის ახალი მობილური ქსელისთვისაც, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტისა და მობილური სატელეფონო კავშირის ხარისხს”, – აღნიშნა ,,ტელეკომი სომხეთი“-ს ტექნიკურმა დირექტორმა გევორგ გევორგიანმა.

დავთაშენის ადმინისტრაციულ რაიონში ახალი ქსელის მშენებლობაში მონაწილეობს კომპანია ,,ტელეკომი სომხეთის“ 120-ზე მეტი თანამშრომელი. ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს გაყვანილი იქნება დაახლოებით 100 კმ ძირითადი მაგისტრალური კაბელი და 400 კმ მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი შენობის შიდა ხაზები, რომელთა საშუალებით ათიათასობით აბონენტს შეეძლება შეუერთდეს ქსელს. დსს “ტელეკომი სომხეთი” კვლავ მუშაობს Beeline ბრენდით.

ნახეთ მეტი
Back to top button