
პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა არმენსპრესს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა სარგსიანმა მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მუდმივ განმტკიცებას და გაღრმავებას, კონსტრუქციულ დიალოგს.
”იმედი მაქვს, რომ თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში სომეხ და ქართველ ხალხების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრობა ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას ყველა სფეროში”, – ნათქვამია რესპუბლიკის პრეზიდენტის მილოცვაში.