მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა მურადოვთან შეხვედრისას პრიოროტეტად მიიჩნია სომეხი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნების საკითხი

პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მიიღო მთიანი ყარაბაღში განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი.

მხარეებმა განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების, მშვიდობიანი მოსახლეობის, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების აღმოჩენისა და სომხური მხარისათვის ჩაბარების საკითხი.

არმენ სარგსიანმა მიუღებლად მიიჩნია სამძებრო სამუშაოების განხორციელებაში ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა,  გადაუდებლად მიიჩნია ამ მეტად მგრძნობიარე, სასიცოცხლო საკითხების გადაწყვეტა.

მათ ასევე ისაუბრეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო პროცესებზე.

პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის საზღვრების დაცვას და განსაკუთრებით საზღვრისპირა თემების უსაფრთხოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button