მთავარიპოლიტიკა

„ისკანდერმა“ და გენშტაბმა სიტუაცია დაძაბეს: რა გამოსავალს უნდა ველოდოთ?

ნიკალ  ფაშინიანის „ისკანდერის“  შესახებ სკანდალური განცხადების შემდეგ სომხეთში მოვლენები თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა. 24 თებერვალს გაათავისუფლეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 25 თებერვალს გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა განცხადება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

პრემიერ მინისტრის განცხადებამ „ისკანდერის“  შესახებ ფართო გამოხმაურება მოიპოვა როგორც რუსეთში, ასევე სომხურ წრეებში, რომლებიც რუსეთის პოზიციიდან მოქმედებენ. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი მწვავე რეაქცია მხოლოდ „ისკანდერის“  შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ კი არ განაპირობა, არამედ უფრო ფართო მასშტაბით არცახის  მეორე ომის გარემოებებმა და კითხვებმა რუსეთის როლის შესახებ. ყოველივე ეს მომწიფდა და რაღაც მომენტში იგი აუცილებლად “აფეთქდებოდა”.

ეჭვგარეშეა, რომ ეს მოვლენები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პრემიერ-მინისტრმა მომხდარი გადატრიალების მცდელობად შეაფასა და მომხრეებს მოუწოდა შეკრებილიყვნენ.  მსგავსი მოწოდებით გამოვიდნენ ასევე  17 პარტიის ალიანსიც. პოლარიზაცია მწვერვალს აღწევდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ, არა მართო ეს 2,5 წლისშიდაპოლიტიკური  დაპირისპირება, არამედ “30 წლის დამნაშავეთა გადაწყვეტილება”  უნდა დასრულებულიყო.  შესძლებს  თუ არა სომხეთის პოლიტიკური კლასი სიტუაციიდან თავის დაღწევას  სომხეთის გაძლიერების ლოგიკით?

ნახეთ მეტი
Back to top button