სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სრულყოფილად იცავს სამშობლოს საზღვრებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”არმია არის აპოლიტიკური სტრუქტურა, დაუშვებელია შეიარაღებული ძალების ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ყველა მცდელობა. ნებისმიერი ასეთი მცდელობა საფრთხეს უქმნის სომხეთის რესპუბლიკის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ”სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.