პოლიტიკა

სომხეთში შეიქმნება შეიარაღებული ძალების რეფორმების სამუშაო ჯგუფი

პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით შეიქმნება შეიარაღებული ძალების რეფორმების განმახორციელებელი  სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

„შეგახსენებთ, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული “საგზაო რუკის” მე -8 პუნქტი ეხება შეიარაღებული ძალების რეფორმის პროგრამის დამტკიცებასა და  რეფორმების დაწყებას.  შემდეგი ფორმაა: ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ინტენსიურად ვილაპარაკეთ ამ თემაზე, მივედით გარკვეულ  დასკვნებამდე.  ჩვენ დავადგინეთ დღის წესრიგი, თუ როგორ და რა ფორმებში უნდა განხორციელდეს შეიარაღებული ძალების რეფორმა.

დღეს ვაპირებ ხელი მოვაწერო გადაწყვეტილებას თავდაცვის მინისტრის მეთაურობით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ჩვენს უსაფრთხოების ნომერ პირველ პარტნიორთან, რუსეთის ფედერაციასთან.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესის შედეგად ეს თანამშრომლობა უფრო ეფექტური გახდება უსაფრთხოების სფეროში, სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში. ”საგზაო რუკის“ დასრულების თარიღისთვის, ჩვენ ამ კონცეპტუალური სამუშაოების უმეტეს ნაწილს რეალობად ვაქცევთ და დავიწყებთ მიღწეული შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების  შესრულებას”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button