მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა ყველა პოლიტიკური ძალა კონსულტაციებზე მიიწვია სიტუაციიდან გამოსასვლელად

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას შეაჩერონ ყველა ქმედება, დაუმორჩილებლობის მანიფესტაციები, დაიწყოს კონსულტაციები სიტუაციის მოგვარების საკითხზე.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა რესპუბლიკის მოედანზე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ველოდები, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებულებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ან თავად ონიკ გასპარიანი გააკეთებს განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და მე დავიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს სიტუაცია”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ის მზადაა კონსულტაციებისთვის პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკას გამოხატავენ.

მან დასძინა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა, ხალხის ნება უნდა შესრულდეს. ”ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ რიგგარეშე ან რიგითი არჩევნების გზით,  ჩვენ ამას ერთად გადავწყვეტთ. სომხეთის რესპუბლიკაში ჩვენ მტერი არ გვყავს, ისინი ყველანი ჩვენი ძმები არიან. ზოგს სურს შეტაკების გამოწვევა, შეტაკება არ მოხდება. იმ მოედანზე შეკრებილი ხალხის ტკივილსაც ავიტან. არა უშავს რა, დაე მათ მოღალატედ ჩამთვალონ”, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button