გაზეთი “ჟოღოვურდი” წერს: ეროვნული კრების დეპუტატები: არმენ ხაჩატრიანი და სერგეი ბაგრატიანი გამოვიდნენ საკანონმდებლო ინიციატივით და სურთ შეიტანონ ცვლილებები ”იარაღის შესახებ” სომხეთის რესპუბლიკის კანონში.
მათ სურთ კანონით დააწესონ, რომ სასაზღვრო თემის მაცხოვრებლებს შეეძლოთ კუთხვილლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. გაზეთმა “ჟოღოვურდმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასაზღვრო თემების მთელმა რიგმა მაცხოვრებლებმა დეპუტატებს სთხოვეს იარაღის ტარების უფლება და ამტკიცებდნენ, რომ ეს არა მხოლოდ ნადირობის უფრო ეფექტური გზაა, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაც, რაც გაზრდის უსაფრთხოებას და ნდობის შეგრძნებას.
დავამატოთ, რომ პროექტის დასაბუთებაში ნათქვამია: ”2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების განხორციელების ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იქმნება ახალი საზღვრები და ამის გამო გაჩნდა საჭიროება “იარაღის შესახებ” სომხეთის რესპუბლიკის კანონის მე -13 მუხლის მე -6 ნაწილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ, ზოგიერთ სასაზღვრო დასახლებაში რეგისტრირებული და რეალურად მცხოვრები მოქალაქეებისთვის კუთხვილლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების შეძენა განხორციელდება გამარტივებული წესით“.