
კრემლში შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს სომხეთში არსებულ ვითარებას, მაგრამ მომხდარს მივიჩნევ კავკასიაში რუსეთის მნიშვნელოვან და გულითად მოკავშირე ქვეყნის შიდა საქმედ.
“რია ნოვოსტის“ მიხედვით, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
”ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. ”ჩვენ ამას მივიჩნევთ კავკასიაში რუსეთის მნიშვნელოვანი და გულითადი მოკავშირე ქვეყნის – სომხეთის შიდა საქმედ”, – აღნიშნა პესკოვმა.
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მომხდარს სამხედრო გადატრიალების მცდელობად თვლის და მოუწოდა თავის მომხრეებს შეიკრიბონ ერევნის რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სიტყვით გამოვიდა 16:00 საათზე.